რა კავშირი აქვს Nestlé-ს ხელოვნური ხორცის წარმოებასთან

0
266
sliced meat beside silver knife

რატომ არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ხორცის წარმოება და ვინ დგას კულტივირებული ხორცის წარმოების უკან?

დღეისათვის ადამიანები იმაზე მეტ ხორცს მოიხმარენ საკვებად, ვიდრე ჩვენს პლანეტას შეუძლია აწარმოოს. ცხოველების გაზრდა იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი ადამიანმა საკვებად მოიხმაროს, ერთი მხრივ, დიდ რესურსს მოითხოვს, მეორე მხრივ კი მორალურ დილემებს წარმოშობს, რასაც ხორცით კვების მომხრეთა და ვეგანთა შორის საკმაოდ ხშირი კამათი მოსდევს.

ხორცის გლობალური მოხმარების მატებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, სოფლის მეურნეობას, გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და ცხოველთა კეთილდღეობას.

რა იქნებოდა, გვეპოვა ისეთი გზა, რომ ადამიანს კვლავ შეძლებოდა ხორცის ჭამა, მაგრამ ამისთვის ცხოველების დაკვლა აღარ ყოფილიყო საჭირო?

brown cow on gray sand during daytime

უჯრედული სოფლის მეურნეობა

Cellular Agriculture

ახალგაზრდა დოქტორი, ბიანკა ლი, ავსტრალიის უჯრედული სოფლის მეურნეობის დირექტორია. მისი სამეცნიერო კვლევების ინტერესის საგანს წარმოადგენს STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) შესაძლებლობების გამოყენება თანამედროვე სამყაროს მწვავე პრობლემების (როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, შიმშილი, ადამიანთა დაავადებები, ცხოველთა წამება და გენდერული უთანასწორობა) გადაჭრაში.

დოქტორი ბიანკა ლი უჯრედული ბიოლოგიის ექსპერტია.

ამჟამად იგი საკუთარ ცოდნას უჯრედული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იყენებს.

უჯრედულ სოფლის მეურნეობას შეუძლია აწარმოოს პროტეინის უფრო ჯანსაღი წყაროები და ისე დააკმაყოფილოს საკვებით დედამიწის მოსახლეობა, რომ ამან ზიანი აღარ მიაყენოს ჩვენს პლანეტას.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია უახლესი ტიპის ფერმების აღჭურვა, სადაც ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და ტყავი იწარმოება ცხოველური უჯრედებისგან და არა პირდაპირ ცხოველებისგან.

ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები იმ პროდუქტებს, რასაც წარსულში ადამიანი ცხოველისგან იღებდა, ახლა უკვე ხელოვნურად გამოიყვანენ და სპეციალურ ფერმებში არა ცხოველებს, არამედ პირდაპირ საჭირო პროდუქტებს “გაზრდიან”.

ხელოვნური ხორცი
მეცნიერები ხელოვნულ ხორცს სპეციალურ ფერმებში გაზრდიან

რამდენად სასარგებლოა ხელოვნური ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის?

2021 წლის თებერვლის ბოლოს Convergence Science Network-ის ორგანიზებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმართება ონლაინ შეხვედრა, სადაც ხელოვნური ხორცის წარმოების, ანუ “ხორცი ცხოველების გარეშე” საკითხებზე დოქტორ ბიანკა ლისთან ერთად Nestlé-ს კვლევითი ცენტრის ექსპერტი, კვებისა და ჯანმრთელობის პროფესორი, იოჰანეს ლე კუტურ ისაუბრებს.

პროფესორი 20 წლის მანძილზე Nestlé-ში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობას.

2000 წელს მას ჩაბარდა შვეიცარიაში, Nestlé-ს კვლევით ცენტრში გემოს ფსიქოლოგიის შესახებ მთლიანი კვლევითი პროგრამის აწყობა.

მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ბრენდის განვითარებაში. ლე კუტურის დამსახურებით Nestlé-მ იმუშავა გემოს აღქმაზე.

2009-2017 წლებში იოჰანეს ლე კუტურ მოწვეული პროფესორია ტოკიოს უნივერსიტეტში, სადაც სწავლებასთან ერთად გემოს აღქმის ახალ პროექტშიც არის ჩართული.

“ჯანსაღი ინგრედიეტებიდან უჯრედულ სოფლის მეურნეობამდე. ხორცის წარმოება ცხოველის გარეშე” –

წერენ ონლაინ შეხვედრის ორგანიზატორები და თავიდანვე მიგვანიშნებენ, რომ ხელოვნური, კულტივირებული ხორცი ჯანსაღი ინგრედიენტებისგან შედგება და ადამიანისთვის სასარგებლოა.

თქვენ რას ფიქრობთ ხელოვნური ხორცის შესახებ?