წარმატების 5 გაკვეთილი დენ ლოკისგან

0
533
woman in white shirt and blue denim shorts holding green bottle standing on road during daytime

რა არის წარმატების საიდუმლო? ვის შეუძლია წარმატების მიღწევა? შეიძლება თუ არა, გამოვიმუშავოთ წარმატება და მოტივაცია?

საუკეთესო გაკვეთილი, ალბათ მისგან შეიძლება მივიღოთ, ვინც წარმატება მრავალი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვა და საკუთარ თავზე გამოსცადა მრავალი სირთულე. მაგრამ როგორღაც მოახერხა, არ დაეკარგა ან ხელახლა და ხელახლა მოეპოვებინა მოტივაცია.

დენ ლოკი დღეს წარმატებული ანტერპრენერია, მას ათასობით გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში და ადამიანებს ცხოვრებისა და წარმატების შესახებ ასწავლის.

როგორც ამბობენ, წარმატების მთავარი გასაღები ფსიქოლოგიაში იმალება. WomanLab გთავაზობთ 5 საინტერესო რჩევას, რაც თქვენი შინაგანი სამყაროს გადაწყობასა და წარმატებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ.

წარმატება

მადლიერება

დაიწყეთ დღე მადლიერების განცდით.

როგორც ანტერპრენერი დენ ლოკი გვიმხელს, ის ყოველ დილით 10 წუთს უთმობს მადლიერებას. ეს არის საუკეთესო თავდაცვა გადაწვისგან, რამდენადაც, გადაწვა და გამოფიტვა ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენაა. გადაწვა მეტწილად შიშზეა დაფუძნებული. ადამიანებს ეშინიათ რაღაცის დაკარგვის.

შიში და მადლიერების განცდა ერთდროულად ვერ იარსებებს, – ამბობს დენ ლოკი.

განდევნეთ შიშის განცდა მადლიერების განცდით.

“ყოველ დილით 10 წუთით ვფოკუსირდები იმაზე, რაც მაქვს. წვრილმანი ცხოვრებისეული მოვლენები, სიარულის, ლაპარაკის, დანახვის უნარი, სუნთქვის უნარი, ოჯახი, მეგობრები, ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავენ… როდესაც დილას იწყებ მადლიერების განცდით, შიში ქრება”.

person covering own face

ყველაზე რთული მომენტები მეტ ძალას გმატებთ

თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტების გავლით ყალიბდება თქვენი ძალა.

“როდესაც უკან ვიხედები და ჩემს განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ბევრი მომენტია, რომლის ხელახლა გავლასაც არ ვისურვებდი”, – ამბობს დენ ლოკი, – “მაგრამ სწორედ ამ მომენტების წყალობით ვისწავლე საბრძოლო ხელოვნება, წამოვიწყე არაერთი ბიზნესი ფულის საკეთებლად, ვიპოვე მენტორები, რომლებმაც ცოდნა მომცეს”.

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც განცდა გაქვთ, რომ ფსკერზე ხართ? როდესაც გზას ვეღარ ხედავთ და ჩიხში ხართ? არსებობს გამოსავალი?

“როდესაც იმედი აღარ გაქვს და არც საშველი ჩანს, რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ამ რთული გზის გავლა”.

woman leaning against door while holding her cheek

არასოდეს ხართ წაგებული

ცხოვრებისეულ ნებისმიერ მომენტს რომ ისე შევხედოთ, როგორც საქმიან მოლაპარაკებას, ორი ვარიანტი არსებობს:

  • ან მოლაპარაკება წარმატებით სრულდება და იმ შედეგს იღებთ, რისი მიღებაც გსურდათ;
  • ან მოლაპარაკების შედეგად ვერ იღებთ სასურველ შედეგს, მაგრამ წაგებული არც ამ შემთხვევაში ხართ, რადგან იღებთ ფასეულ გაკვეთილს.

გაიაზრეთ, რატომ ვერ დასრულდა მოლაპარაკება თქვენს სასრგებლოდ? რა შეიძლებოდა, გაგეკეთებინათ სხვანაირად? რას შეცვლიდით, ხელახლა რომ დაბრუნებულიყავით იმავე მომენტში?

გააანალიზეთ და გამოიყენეთ შემდეგი მოლაპარაკებისთვის

გადმოიტანეთ ეს ფორმულა ცხოვრებაში. მიიღეთ წარუმატებლობა, როგორც გაკვეთილი და გამოიყენეთ მიღებული გამოცდილება იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო შედეგიანი იყოს.

წარმატება

Self-image

რატომ ვერ ასრულებენ ადამიანები საკუთარი თავისთვის მიცემულ დაპირებებს? ფურცლებზე ჩამოწერილ გეგმებს და მიზნებს? ამდენად ძნელია წარმატების მიღწევა? 

დენ ლოკის შეფასებით, მთავარი დაბრკოლება ე.წ. self-image ანუ ჩვენი საკუთარი წარმოდგენაა საკუთარ თავზე.

თითოეულ ადამიანს გააჩნია შინაგანი წარმოდგენა, საკუთარი თავის ვიზუალური ხატი, მაგრამ მთავარია, რამდენად კონცენტრირებული ვიქნებით ამ ვიზუალურ ხატზე.

ფაქტობრივ, ადამიანის თითოეულ ნაბიჯს განსაზღვრავს ის, თუ როგორი წარმოუდგენია მას საკუთარი თავი.

“შენი ვიზუალური ხატი თერმოსტატივით არის, რომელიც გკარნახობს შენს ცხოვრებისეულ შედეგებს. როგორც კი იმ ნაბიჯების გადადგმას იწყებ, რაც იმ ვიზუალური ხატის ფარგლებს სცდება, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გაქვს შექმნილი, შენი შინაგანი მე საბოტაჟირებას გიწყებს, რათა დაგტოვოს იმავე ფარგლებში, სადაც იყავი”, – წერს დენ ლოკი.

როგორ მოვიქცეთ?

დენ ლოკი ფორმულას გვასწავლის:

პირველ რიგში აღმოაჩინე შენი ვიზუალური ხატი. შემდეგ კი დაფიქრდი, ვინ უნდა გახდე იმისთვის, რომ იმ მიზნებს მიაღწიო, რაც ნამდვილად გსურს.

ვიდრე შენ თავად არ დაინახავ საკუთარ თავში იმ პიროვნებას, ვისაც იმ მიზნებს მიღწევა შეუძლია, რაც გსურს, შენი შინაგანი მე ამ მიზნების მიღწევის საშუალებას არ მოგცემს.

წარმატების ფორმულა

ნუ გაეკიდებით ოცნებებს

ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, საკუთარ ოცნებებს, სურვილებს მისდიოთ. დენ ლოკი ამ სწავლებას თავდაყირა ატრიალებს.

“ჩემი კარიერის დასაწყისში ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობდი. 12, 14 საათს ვატარებდი კომპიუტერთან. ერთი წუთიც არ იყო ამ საქმიანობაში ის, რაც მომწონდა, მაგრამ ეს საჭირო იყო. თუ არ შეგიძლია გადასახადების გადახდა, თუ არ შეგიძლია, შენი ოჯახი ელემენტარულით უზრუნველყო, მაშინ არ გაქვს უფლება, შენს ოცნებებს სდიო. ოცნებებისკენ სწრაფვა არ უდრის წარმატებას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, ჯერ ის უნდა გააკეთო, რაც საჭიროა, რასაც ეს წარმატება მოითხოვს შენგან. თუ გინდა, მიაღწიო წარმატებას, უნდა აკეთო არა ის, რაც გიყვარს და გსიამოვნებს, არამედ ის, რაც საჭიროა ამ წარმატებისთვის. როდესაც ამას მიაღწევ, მოიპოვებ უფლებას, მეტი დრო დაუთმო შენს ოცნებებს, აკეთო ის, რაც გიყვარს”.