სწავლის გაუმჯობესება სემესტრის წარმატებით დასახურად – 7 საიდუმლო რჩევა

0
133
person writing on brown wooden table near white ceramic mug

სწავლის ძირი რომ მწარეა, ალბათ არაერთხელ გსმენიათ. სწავლის გაუმჯობესება და გამარტივება არა მხოლოდ სემესტრის წარმატებით დასასრულებლად არის მნიშვნელოვანი.

სწავლობთ სკოლაში, საშუალო, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში, სწავლობთ პროფესიის შესაცვლელად თუ უბრალოდ ახალი უნარების შესაძენად, დასწავლის მეთოდების გაუმჯობესება დაგეხმარებათ დროის ეფექტურად განაწილებაში, ენერგიის დაზოგვაში და გაცილებით სწრაფად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

რამდენჯერ გაგითენებიათ ღამე სამეცადინოდ? ან საათობით მჯდარხართ 50, 70 გვერდის წასაკითხად?

დიდი ოდენობით მასალის ერთბაშად გაცნობა დედლაინის მოახლოვებისას, რეალურ შედეგს ვერ მოგიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი გამუდმებით ასე იქცევა.

1. WomanLab გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც სწავლის გაუმჯობესებაში და სწავლის პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

სწავლის გაუმჯობესება

თუ ამ მეთოდების გამოყენებას ახლავე დაიწყებთ, ეს სემესტრის წარმატებით დასრულებაში შეგიწყობთ ხელს.

  • კონსპექტი

ჯადოსნური “სკივრი”, რომელიც მთელი დარჩენილი სემესტრის მანძილზე ცხოვრებას გიმარტივებთ და სამყაროს კვლავ ნათელ ფერებში დაგანახებთ.

მართალია, მისი შექმნა გარკვეული შრომის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ, მაგრამ ნამდვილად ღირს.

უბრალოდ სულ რამდენჯერმე მოტივაციას მოუხმეთ და კონცენტრირდით. საჭიროა, მასალა წაიკითხოთ და წაკითხული დიდი ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი და მთავარი ცალკე გადმოიტანოთ კონსპექტად.

ერთხელ შექმნით და ეს ჯადოსნური რამ ჭირსა თუ ლხინში, ანუ გამოცდის წინარე თუ შემდგომ პერიოდში თქვენ გვერდით იქნება. აღარ დაგჭირდებათ წიგნის ხელახლა შლა და ვრცელ მასალაში კონკრეტული საკითხის ძებნა

გადაშლი შენს პატარა ჯადოსნურ ნივთს და ყველაფერი დალაგებულია.

three clear beakers placed on tabletop

  • ჩართე პრაქტიკა

პრაქტიკა არის ის, რაც სწავლის პროცესში სიხალისეს შემოიტანს.

აბა, დაფიქრდით, რა ჯობია? იზეპიროთ ქიმიის ფორმულები და თეორიულად სცადოთ წარმოდგენა, როგორ გვაძლევს ორი ნაერთი რაღაც მესამეს, თუ ეს საკუთარი თვალით ნახოთ? 

ზუსტად ასევეა თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში. სწავლა სრულყოფილი არ არის, თუ ის პრაქტიკაში არ გადავა. პრაქტიკა გვაჩვენებს რეალურ შედეგს, გვეხმარება თეორიულად ახსნილი დებულებების რეალურად აღქმაში, რის შემდეგაც უკეთ გვამახსოვრდება და ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს იშლება.

white board

  • პაუზები

ძალიან ეფექტურია სწავლა ,,პაუზებით’’.

მაგალითად, თუ ადამიანს წასაკითხი აქვს 50 გვერდი, აუცილებელი არ არის შეუჩერებლად წაკითხვა.

სწავლის გაუმჯობესება სწავლის მეთოდის გამარტივებასაც გულისხმობს.

შეგიძლიათ, დიდი მასალის წაკითხვას მარტივად და ეფექტურად მიუდგეთ. კერძოდ, დაყავით მასალა რამდენიმე ნაწილად. ამით საკუთარ თავს შესვენების საშუალებასაც მისცემთ.

ერთი ნაწილის დასრულების შემდეგ, გადაავლეთ თვალი უკვე წაკითხულს. გაიაზრეთ წაკითხული და დაფიქრდით, რა აზრი გამოიტანეთ ამ ნაწილიდან.

რამდენიმე წუთით დაასვენეთ გონება, მოსვით წყალი, ოთახში გაიარ-გამოიარეთ, გაივარჯიშეთ და ამის შემდეგ გადადი შემდეგი ნაწილის კითხვაზე.

selective focus photography of boy wearing black Batman cape

  • გამოიყენე შენი სუპერძალა

ყველას ჩვენი სუპერძალა გვაქვს.

იმ სუპერძალას კი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს, ინტელექტი ჰქვია. გარდნერის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდანვე რაღაც კონკრეტული ინტელექტით იბადება, მთავარია, ამის დანახვა შეძლოს.

ხედავ შენს სუპერძალას? თუ ვერ ხედავ, ეძებე, იპოვე შენს თავში და გამოიყენე ის. აღმოჩენილი სუპერძალა კი დაიხმარე სწავლის გაუმჯობესებაში.

თუ შენ ორგანიზების ნიჭი გაქვს, დასახე დღის გეგმა, როდის და რას ისწავლი ამ დღის მანძილზე, თუ შემოქმედებითი აქტივობები გიტაცებს, სწავლის დაგეგმვასაც შემოქმედებიტად მიუდექი, გამოიყენე სწავლის პროცესში ხელოვნება.

მაშინაც კი, თუ შენი სუპერძალა სწავლასთან პირდაპირ კავშირში არ არის, უპოვე მას სათანადო გამოყენება. მაგალითად, ცეკვა. ამის გამოყენებაც შეგიძლია. როგორ? განტვირთვისთვის. მეცადინეობის შუაში ადექი, იცეკვე, დაისვენე, ცოტა ხნით სხვა რამეზე იფიქრე, განიტვირთე და შემდეგ განაგრძე, უფრო მეტად პროდუქტიულმა და უფრო მეტი მოტივაციით.

person holding black marker pen

  • საკითხის გარეალურება

წარმოიდგინეთ, რომ მოცემულია ამოცანა. ერთი მანქანა პირველი პუნქტიდან გამოვიდა და 200 მეტრი გაიარა, მეორე კი მეორე პუნქტიდან და 300 მეტრი დაფარა და ა.შ.

ამოცანის კითხვაზე პასუხის ადვილად საპოვნელად, გადმოიტანეთ ფურცელზე ეს სურათი, შექმენით რეალური სქემა, გაიაზრეთ რეალურად.

სხვადასხვა სიტუაციაში, შეიძლება დახატვაზე ან დახაზვაზე უკეთ თქვენი საკუთარი ცხოვრებიდან რეალური მაგალითებისა და სიტუაციების გახსენება და წარმოდგენა დაგეხმაროთ.

ნებისმიერი თეორიული მასალის შესწავლისას, აღწერილი სიტუაციის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ან რეალური მაგალითის სამუშაოში შეტანა სწავლების საკმაოდ ეფექტური მეთოდია.

three people sitting in front of table laughing together

  • ჯგუფური მუშაობის ძალა

ჯგუფური მუშაობა ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ჯგუფის წევრების სხვადასხვა სუპერძალის ერთდროულად გამოყენებაა. თითოეულს ხომ თავისი ძლიერი მხარე აქვს. წარმოიდგინეთ რამდენიმე ადამიანი თავთავისი ძლიერი მხარეებით.

როდესაც ყველა ეს ძლიერი მხარე ერთი საქმისთვის ერთიანდება, მუშაობა უფრო მარტივი ხდება, შედეგი კი უკეთესია. 

ჯგუფური მუშაობისას ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ, ერთმანეთს ვუსმენთ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ და შედეგი ბევრად უფრო პროდუქტიულია. ამასთანავე, სწავლის პროცესი ასე გაცილებით სახალისოა.

სწავლის მეთოდი

  • იპოვე შენზე მორგებული სწავლების პროცესი

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. არსებობენ აუდიალი და ვიზუალი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც მოსმენით უადვილდება დასწავლა და ისინი, ვინც მხედველობით უკეთ იმახსოვრებს. ზოგს კითხვა უმარტივდება, ზოგს კი სხვისი წაკითხულის მოსმენა.

იცი რომელი ხარ შენ ?

კარგად გაიცანი საკუთარი შესაძლებლობები. ეს კი სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს. შეიძლება სულ არ გჭირდებოდეს რაიმე ინფორმაციის ცალკე კონსპექტად ამოღება და წიგნში სრული ტექსტის წაკითხვით უფრო მარტივად გესმოდეს მასალა. ან შესაძლოა ვინმესთან დიალოგში უფრო მარტივად სწავლობდე, ან საერთოდაც სიჩუმეში სწავლას ხმაურში სწავლა გერჩიოს.

დასწავლის პროცესთან დაკავშირებით უამრავი უცნაურობა არსებობს.

იპოვეთ თქვენი საკუთარი ,,უცნაურობა’’ და ამის შესაბამისად მიუდექით სწავლას.

მოგვწერეთ, თქვენ რა გეხმარებათ სწავლის გაუმჯობესებაში?