როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა – ბიუჯეტური და გამოცდილი 5 მეთოდი

0
159
ახალგაზრდობა

ახალგაზრდობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და წარმავალი სიმდიდრეა. როგორ შეიძლება, შეინარჩუნო ახალგაზრდობა? აუცილებელია ძვირიანი პროცედურები?

ახალგაზრდობა სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. გახსოვთ, უძველეს ზღაპრებში და მითიურ თქმულებებში შემორჩენილი ამბები, რას აღარ აკეთებდნენ ადამიანები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად? ზოგი მეფე ადუღებულ რძეში ხტებოდა, ზოგი საკუთარი ნებით თანხმდებოდა, დაენაკუწებინათ და მოეხარშათ, იმ იმედით, რომ ქვაბიდან ახალგაზრდა და ლამაზი ამოვიდოდა.

მითოლოგიაში ასახულია ასევე მრავალი მისტიური ამბავი ამულეტებსა და არტეფაქტებზე, რომელთა წყალობითაც ადამიანები მუდმივი ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობდნენ.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ადამიანებისთვის ახალგაზრდობა უძველესი დროიდან ერთ-ერთი უძვირფასესი საგანძურია.

სწორედ ამიტომ, საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა მოიგონეს, დახვეწეს და გააუმჯობესეს სამედიცინო პროცედურები, რომლის დახმარებითაც ინარჩუნებენ ახალგაზრდობას და იკლებენ რამდენიმე წელს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არც სახიფათო და არც ძვირადღირებული მეთოდები არ არის აუცილებელი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი

თავის მოვლის მხოლოდ გარეგნული რუტინა, მაკიაჟი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, პლასტიკური ქიმია და სხვა დამხმარე საშუალებები ვერაფერში წაგვადგება, თუ ახალგაზრდობა და სიჯანსაღე შიგნიდან არ შევინარჩუნეთ.

რას ნიშნავს ახალგაზრდობის შიგნიდან შენარჩუნება? მოტივაციითა და ახალგაზრდული განყობით განისაზღვრება ყველაფერი?

საქმე ცხოვრების წესს ეხება.

რამდენჯერ გსმენიათ ფრაზა: ცხოვრების ჯანსაღი წესი? რას მოითხოვს ეს წესი ჩვენგან? რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და რამდენად ძნელია მისი დაცვა? 

ცოტა ნებისყოფა ნამდვილად დაგჭირდებათ. მაგრამ შედეგი ამად ღირს და თანაც, გაიხსენეთ, სტატიის დასაწყისში ნახსენები მითოლოგიური მეფეები რას აღარ ითმენდნენ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და მიყოლა ამაზე რთული ვერაფრით იქნება.

მაშ ასე, რას მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესი?

 

ძილი
მოიწესრიგეთ ძილი და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა
  • ძილი

ნებისმიერი ექიმი თუ დიეტოლოგი პირველ რიგში ძილის მოწესრიგებისკენ მოგვიწოდებს. უძილობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც ქალებს უფრო მეტად ახასიათებთ, ვიდრე მამაკაცებს. უძილობა მრავალმხრივი ზიანის მომტანია, აზიანებს ორგანიზმს, ფსიკიქას და დაბერების დაჩქარების ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზია.

აუცილებელია დღე-ღამეში 8-9 საათს გვეძინოს

არც მეტი არც ნაკლები.

მეტი ძილი ისევე საზიანოა ორგანიზმისთვის, როგორც ნაკლები. თავს ზუსტად ისევე სუსტად, უენერგიოდ და ნეგატიურად იგრძნობთ, როგორც ძილის დაკლების შემთხვევაში.

ძილის დროის გადაჭარბების შედეგად, დღის განმავლობაში თქვენი პროდუქტიულობის დონე ჩვეულზე ნაკლები იქნება, მთელი დღის მანძილზე ორგანიზმი მხოლოდ წოლასა და ძილს მოგთხოვთ. 

sandwich with boiled egg

  • სრულყოფილი კვება

ბევრი ადამიანი მაშინვე ფრთხება,როგორც კი ფრაზა “სრულყოფილი კვება” ანდა “სწორი კვება” ესმის. რატომ? იმიტომ, რომ ეშინია, მის საყვარელ ბურგერებთან, ფრისთან, გაზიან სასმელებთან და სხვა მავნე, მაგრამ გემრიელ საკვებთან განშორება არ აიძულონ. 

ვინ თქვა, რომ სწრაფი კვების პროდუქტები არ შეიძლება? ვინ აკრძალა ბურგერი და ფრი? ვინ ამოიღო საკვები რაციონიდან?

სწორი მიდგომა შემდეგნაირია: უნდა მივირთვათ მეტი ჯანსაღი და ნაკლები არაჯანსაღი. ორგანიზმს სჭირდება მრავალფეროვნება. თუ ჩვენ დღის მანძილზე ვიტამინებით ავივსებით, როგორ გვავნებს ერთი ბურგერი? მეტიც, ხანდახან ორგანიზმს ისიც უნდა მივაღებინოთ, რომ შეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა და იყოს მრავალფეროვან კვებაზე.

teacup filled with liquid placed on saucer

  • დილის სწორი რუტინა

ცხოვრების ჯანსაღი წესი დღის სწორად დაწყებასაც მოიაზრებს.

ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე ის, თუ როგორ იწყებს დილას. 

როგორც ამბობენ, კარგი დღე დილიდან იწყება. 

გაჯეტების ეპოქაში ცხოვრებამ ჩვენში მავნე ჩვევებიც ჩამოაყალიბა. გაღვიძებისთანავე საათის სანახავად ხელში ტელეფონს ვიღებთ და ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, როგორ ვიწყებთ სქროლვას. 

მოისროლეთ სმარტფონი, გაიღვიძეთ მის გარეშე. გაიხედეთ ფანჯარაში, ან გადით აივანზე, გადახედეთ გარემოს, პარალელურად მიირთვით წყალი, სასურველია წყლის კოქტეილებიც (მაგალითად, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი ერთი კოვზი თაფლი, ძმარი ან ცაგდებული ერთი ნაჭერი ლიმონი).

საუზმე მნიშვნელოვანია

ისაუზმეთ სრულყოფილად, ცილებითა და ცხიმებით.

დილის საუზმე ნიშნავს მთელი დღის ენერგიას. მხოლოდ კარგი საუზმის შემდეგ შეუდექით საქმიანობას.

არავითარ შემთხვევაში მიიღოთ უზმოზე ყავა. ყავა რეკომენდებულია სრულყოფილი საუზმის შემდეგ, რამდენადაც ის მონელებას უწყობს ხელს. 

person holding clear glass cup with half-filled water

  • მისი უდიდებულესობა – წყალი

წყალი იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღია დაბერებასთან ბრძოლაში, ვიდრე შესაძლოა, წარმოგედგინათ. 

დღის მანძილზე საკმაო რაოდენობით წყლის სმა გაგაჯანსაღებთ, ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ და ასევე წონის კონტროლსა და მეტაბოლიზმში დაგეხმარებათ.

ერთი ჭიქა წყალი უზმოზე დილით გამოფხიზლებაშიც გადეხმარებათ.

წყალი აახალგაზრდავებს უჯრედებს. წყლის საჭირო ოდენობით სმა არა მხოლოდ სახის კანზე აისახება დადებითად, არამედ მთელ ორგანიზმს აჯანსაღებს.

მართალია, ადამიანები უმეტესად ხმელეთზე ვცხოვრობთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის საშუალოდ 60% წყლისგან შედგება.

წყლის დაკლებით ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიას ვაკლებთ.

როგორ მივიღოთ ბევრი წყალი? ეს არც ისე რთულია. თუნდაც მთელი დღე სამუშაო რუტინაში იყოთ ჩართული, უბრალოდ დაიდგით გვერდით წყალი და სვით; ხოლო თუ დღის მანძილზე მოძრაობა გიწევთ, თან ატარეთ ეს ჯადოსნური ელექსირი ბოთლით, ან თვალის გასახალისებლად, თქვენთვის მოსაწონი, თუნდაც პერსონალიზებული ჭურჭლით, იქნება ეს თერმოსი თუ სპორტული ბოთლი. 

woman in pink one piece swimsuit kneeling on floor

  • იოგა

იოგა თვით საოცრებაა. ეს არის ვარჯიში, რომელიც არ გღლის, რომელიც არასდროს გეზარება და ხელს უწყობს რელაქსაციას.

იოგას აქვს მასაჟის ეფექტი, უბრალოდ ყველაფერს შენით აკეთებ, მხოლოდ დასაფენი ხალიჩის დახმარებით. არსებობს მრავალი პლატფორმა, აპლიკაცია თუ ვიდეო ტუტორიალი, რომელიც იოგას ვარჯიშის დაწყებაში დაგეხმარებათ.

თუმცა, თავიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვიდრე ტქნიკებს კარგად იათვისებთ, დასაწყისში ყოველთვის მარტივად და ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე სჯობს მიუდგეთ. 

თუ დროში ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ, დღეში მხოლოდ 15 წუთით დაკავდეთ ვარჯიშით.

15 წუთის გამონახვა საკუთარი თავისთვის როგორმე უნდა შეძლოთ.

უკიდურეს ვარიანტში, მხოლოდ სულიერ სიმშვიდეს მაინც დაუთმეთ 5 წუთი და მოკლე მედიტაციით დაკავდით:

უბრალოდ დაჯექით სიწყნარეში, თქვენთვის მოხერხებულ პოზაში, მთავარია წელში გამართულეი იყოთ და დავხუჭეთ თვალები. ამოსუნთქვისას გამოწეთ მუცელი, ჩასუნთქვისას კი შეწიეთ. ისუნთქეთ ღრმად და უსმინეთ საკუთარ სუნთქვას. ეს პატარა ვარჯიში გაგათავისუფლებთ სტრესისგან, ყოველდღიური ფიქრებისგან და აგვავსებთ ახალი, ჯანსაღი ენერგიით.

გახსოვდეთ, რომ სტრესი ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი მტრერია.

woman performing yoga

თუ სტატიის ბოლოს მაინც ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ ვარსკვლავები ახალგაზრდობას ამ მეთოდების გვერდის ავლით ინარჩუნებენ, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ.

როდესაც რამდენიმე ცნობილ ადამიანს ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებენ, რომ მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, მათი პასუხი არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რაც თქვენ ახლა უკვე იცით. როგორც აღმოჩნდა, ჯარედ ლეტო არასდროს არღვევს ძილის გრაფიკს, ხოლო ჯენიფერ ლოპესი მედიტირებს, ვარჯიშობს და სვამს ბევრ წყალს.