როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე და ავიმაღლოთ მოტივაცია

0
197
person in blue denim jeans using macbook pro

1როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე დისტანციური სამუშაოს და კარანტინის პერიოდში ისე, რომ შევინარჩუნოთ შრომისუნარიანობა და ავიმაღლოთ მოტივაცია?

მას შემდეგ, რაც სამყაროში არსებული წესრიგი ახალმა კორონავირუსმა შეცვალა, დასაქმებულთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დისტანციურად, ანუ სახლიდან მუშაობაზე გადაწყობამ მოუწია.

BBC-ის ცნობით, დასაქმებულებს დისტანციურად მუშაობამ ახალი შესაძლებლობები მისცა. სამუშაო სივრცე აღარ არის უძრავი, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გამოკეტილი ოფისი. ჩატარებული კვლევების მიხედვით დასაქმებულთა უმრავლესობას არ სურს ოფისებში დაბრუნება სამუშაოდ. მხოლოდ 12%-ს სურს სრულგანაკვეთიან საოფისე სამუშაო რეჟიმზე დაბრუნება, 72% კი ჰიბრიდულ მოდელს ისურვებდა, სადაც დაბალანსებულია დისტანციური და საოფისე სამუშაო.

დისტანციურად, ანუ სახლიდან მუშაობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც.

WomanLab გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაიცვათ საჭირო ბალანსი სახლიდან მუშაობის პირობებში და შეინარჩუნოთ მოტივაცია.

2ადექით საწოლიდან

woman using MacBook Pro

რამდენად კომფორტულად და მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ლოგინი სამუშაო სივრცედ არ გამოიყენოთ.

ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი მიჩვეულია, რომ საწოლი არის მოსვენებისთვის განკუთვნილი ზონა.

სამუშაო განწყობის შექმნა რბილ ბალიშებში ჩაფვლის დროს გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულ სამუშაო პოზაში.

თუ ახლა არ გვეთანხმებით და არგუმენტად ის მოგყავთ, საწოლში მოკალათებულიც მშვენივრად ვასრულებ პროექტებსო, კეთილი. მუშაობას შეძლებთ, თუმცა საწოლში სამუშაო მზაობის შესაქმნელად თქვენს ორგანიზმსა და გონებას გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საწოლში მუშაობისას დიდ დატვირთვას მიაყენებთ ხერხემალს, ხოლო ფეხმორთხმით ჯდომისას ხელს შეუშლით სისხლის ნორმალურ მიმოქცევს, რაც ჯანმრთელობისთვის კარგი სულაც არ არის.

3გამოყავით სამუშაო სივრცე

brown wooden chair near mattress

შეძლებისდაგვარად ეცადეთ, გააცალკევოთ სამუშაო და არასამუშაო სივრცეები.

თუ იძულებული ხართ, ერთ ოთახში გქონდეთ საწოლიც და სამუშაო მაგიდაც, შეეცადეთ, მათ შორის მაქსიმალური დისტანცია იყოს, იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად შექმნათ სამსახურში “წასვლის” ეფექტი.

ამით თქვენს გონებას მიაჩვევთ, რომ კონკრეტული კუთხე, ოთახის ის ზონა განკუთვნილია მუშაობისთვის. ეს დაგეხმარებათ, მაქსიმალურად მობილიზდეთ და წინასწარ განაწყობს თქვენს შინაგან მეს, რომ მთქნარება, ფილმების ყურების მოთხოვნილება და წამოწოლის სურვილი ამ ზონას არ შეეფერება.

4მოაწყვეთ სამუშაო სივრცე

კომფორტული სამუშაო სივრცე

 

დიდი ალბათობით, თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც რამდენიმე საათით გადაბმულად უწევს ლეპტოპთან თუ სტაციონარულ კომპიუტერთან მუშაობა.

ამ დროს მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ სკამი და მაგიდა.

თქვენი სკამი უნდა ისეთი სიმაღლის, რომ მჯდომარე პოზაში ტერფებს სწორად დგამდეთ იატაკზე, მუხლები კი 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიდნენ.

სკამი არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ იატაკს მხოლოდ თითისწვერებით სწვდებოდეთ და არც იმდენად დაბალი, რომ მუხლები ზემოთ გრჩებოდეთ.

გაითვალისწინეთ: უმჯობესია, მოერიდოთ ფეხის ფეხზე გადადებას, ცალი ფეხის აკეცვას, ფეხზე დაჯდომას და ა.შ. რადგან თქვენ ამით ხელს უშლით სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

მნიშვნელოვანია ასევე სკამისა და მაგიდის სიმაღლეებს შორის ბალანსი.

სკამზე დაჯდომისას მაგიდას ისე უნდა წვდებოდეთ, რომ არც წელში მოხრა გჭირდებოდეთ (დაბალი მაგიდა) და არც ხელების ზედმეტად მაღლა აწევა (მაღალი მაგიდა).

კლავიატურაზე ხელების დაწყობისას თქვენი იდაყვები უნდა იყოს სწორად.

5შეისვენეთ

woman in white tank top and white leggings bending her body

რაც უნდა ბევრი საქმე გქონდეთ, აუცილებლად შეისვენეთ.

წამოდექით ყოველ ერთ საათში და მოიწყვეთ ზუსტად 5 წუთიანი შესვენება.

ადექით, გაიარ-გამოიარეთ ოთახში, გააკეთეთ გაწელვითი ვარჯიშები. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაეხმარება თქვენს კუნთოვან და ნერვულ სისტემას, დაგიბრუნებთ მხნეობას.

დალიეთ წყალი და არ დაგავიწყდეთ თვალების ვარჯიში.

6გააცალკევეთ სამუშაო და არასამუშაო დრო

brown and black dog plush toy on white fur textile
შეარჩიეთ სამუშაო სამოსი

ეცადეთ, მაქსიმალურად გამიჯნოთ სამუშაო და არასამუშაო დრო.

სახლიდან მუშაობისას ადამიანთა უმეტესობა აწყდება საერთო პრობლემას. კერძოდ, ფაქტობრივ კარგავენ ზღვარს დღის სამუშაო და არასამუშაო მონაკვეთებს შორის, რაც საბოლოოდ გამოფიტვას, გადაწვას და ნერვულ დაძაბულობას იწვევს.

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად გამოგადგებათ:

  • დროის მენეჯმენტი

მაქსიმალურად გადაანაწილეთ დრო, წინასწარ ჩამოწერეთ, რის გაკეთებას გეგმავთ და თითოეული დავალებისთვის გაწერეთ კონკრეტული ვადა.

  • შესაბამისი ჩაცმულობა

ნუ იმუშავებთ პიჟამათი და ხალათით. აუცილებელი არ არის, ჩაიცვათ ზუსტად ისე, თითქოს ოფისში მიდიოდეთ და გაიკეთოთ მაკიაჟი. მაგრამ შეიძლება, ესეც სცადოთ, რადგან ზოგ ადამიანზე ესეც კარგად მოქმედებს და სამუშაო განწყობას უმაღლებს.

მთავარია, ნუ იმუშავებთ იმავე სამოსით, რითაც გძინავთ. გქონდეთ სპეციალური ტანსაცმელი სამუშაო საათებისთვის, რომელსაც გამოიცვლით სამუშაო დროის დასრულების შემდეგ. ამით თქვენ თვალსაჩინო ზღვარს გაავლებთ სამუშაო და არასამუშაო დროებს შორის.

  • კვებისთვის განკუთვნილი სივრცე

    საჭმლისთვის გადით ცალკე სივრცეში. უმჯობესია, გახვიდეთ სამზარეულოში ან სხვა ოთახში.

    ნუ ისადილებთ სამუშაო ლეპტოპთან. მიეცით საშუალება გონებას, აღიქვას, რომ კვება ცალკე აქტივობაა. რა თქმა უნდა, მსუბუქი ხემსი და ხილი შეგიძლიათ, სამუშაო მაგიდაზე გქონდეთ, თუკი ეს კომფორტს გიქმნით.

7გათიშეთ სოციალური ქსელები

woman in white shirt using smartphone

დისტანციურად მუშაობის დროს უმეტესად აუცილებლობასაც კი წარმოადგენს უამრავ სამსახურებრივ ჩატში ყოფნა.

გააცალკევეთ სამუშაო და პირადი სივრცე. თუ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის გჭირდებათ სოციალური ქსელი, შეეცადეთ, ხელი არ წაგიცდეთ სქროლვისკენ. ამით თქვენ დაკარგავთ უფრო მეტ დროს, გაგეფანტებათ ყურადღება და უფრო გვიან დაასრულებთ სამუშაო საათებს.

საჭიროების შემთხვევაში შექმენით ახალი, სამუშაო პროფილი. სადაც მხოლოდ საქმიან კონტაქტებს დაამატებთ. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი, მოდუნებისა და დასვენების დროს სქროლეთ ახლობლების ვირტუალური კედლები და მოიკითხეთ ისინი, გახსენით ახლა უკვე მეგობრული ჩატები და აქციეთ ეს თქვენი დასვენების ნაწილად.

8მოიწესრიგეთ ძილი

person using laptop computer

დღის მანძილზე შესასრულებელ სამუშაოს ნუ გადადებთ გვიან საღამოსთვის.

ღამით მუშაობა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ ეს ჩვევა სერიოზულ ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

შეეცადეთ, გქონდეთ ძილის სისტემატური გრაფიკი. დაიძინეთ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს და დილით ადრე ადექით.

სასურველია, ღამის ძილის ხანგრძლივობა 7-8 საათს უდრიდეს.

9კარგად გამოფხიზლდით

woman sitting on white bed while stretching

შეეცადეთ, დილით სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ადგეთ, მოწესრიგდეთ, ისაუზმოთ, დალიოთ ყავა, ცოტა ხნით გახვიდეთ აივანზე მაინც, ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ მუშაობას.

საწოლიდან ახალწამომდგარი თუ პირდაპირ სამუშაოს მიუჯდებით, თქვენი გონება ჯერ არ იქნება საკმარისად გამოფხიზლებული და სამუშაოდ მომზადებული. რაც მოტივაციის დაქვეითებას და თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს.

10გადით სახლიდან

pair of white-and-black Adidas NMD

საღამოს თუნდაც 10 წუთით გაისეირნეთ ჰაერზე.

სიარული ვარჯიშის საუკეთესო ფორმაა და ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს.