ორსულობის გამოთვლა და ორსულობის ადრეული ნიშნები

როგორ ხდება ორსულობის გამოთვლა? რა არის ორსულობის ნიშნები საწყის ეტაპზე?

ორსულობის გამოთვლა რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით ხდება. კერძოდ, ესენია: ორსულობის სამეანო ასაკის გამოთვლის მეთოდი, ემბრიონალური ასაკის გამოთვლის მეთოდი, ასაკის დადგენა ექოსკოპიის მიხედვით, ასაკის გამოთვლა საშვილოსნოს ზომის მიხედვით.

  • სამეანო ასაკის გამოთვლისას ვადის ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. მართალია, ტექნიკურად ამ შემთხვევაში ათვლა ჩასახვამდე იწყება, მაგრამ ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია. სწორედ ამ მეთოდით ხდება ორსულობის გამოთვლა ონლაინ კალკულატორებში. სამეანო ასაკით ითვლიან ორსულობის ვადას ექიმებიც.
  • ემბრიონალური ასაკის ათვლა იწყება ჩასახვის დღიდან. მაგრამ ჩასახვის ზუსტი თარიღის ცოდნა უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ პირველ მეთოდს, ანუ სამეანოს მიმართავენ.
  • ექოსკოპიით ორსულობის ასაკის დადგენა ზუსტია ფეხმძიმობის ადრეული ეტაპიდანვე. ამ მეთოდით დათვლილი ასაკი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ემთხვევა სამეანო მეთოდით დათვლილ ასაკს, რაც ბევრი ახალბედა ორსულის დაბნეულობას იწვევს. ექოსკოპიით დადგენილი ასაკი ემთხვევა ემბრიონალურ ასაკს.
  • ორსულობის ასაკი ასევე დგინდება საშვილოსნოს ზომის მიხედვით. ეს მეთოდიც მიახლოებით ასაკს ადგენს და განისაზღვრება ექიმის მიერ ორსულის გასინჯვისას.
ორსულობის გამოთვლა
ორსულობის გამოთვლა

ორსულობის ნიშნები საწყის ეტაპზე

ორსულობის ადრეული ნიშნები შესაძლოა, იყოს:

  • ცვლილებები მკერდის არეში (მკერდის გამაგრება, ტკივილის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში, არეოლების გამუქება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა)
  • კანის პიგმენტაცია
  • წელისა და მუცლის ტკივილი
  • შებერილობა
  • მენსტრუაციის დაგვიანება
  • სისხლიანი გამონადენი
  • გულისრევა (უმეტესად დილაობით) და ზოგჯერ ღებინებაც
  • ტემპერატურის მომატება (სხეულის ტემპერატურის მომატება, ბაზალური ტემპერატურის მომატება)
  • გახშირებული შარდვა
  • ტახიკარდია, გულის აჩქარება ორსულობის საწყის ეტაპზე
  • თავბრუსხვევა
  • ყნოსვის გამძაფრება
  • გემოვნების ცვლილება (შესაძლოა, გარკვეული საკვების შეზიზღებაც)
  • ხასიათის, გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება
  • დაღლილობა
  • ძილიანობა.

რამდენად ხშირია ეს სიმპტომები?

ორსულობის გამოთვლა და ადრეული ნიშნები

ზოგ ორსულს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე უვლინდება, ზოგს ყველა. სიმპტომების სიმძაფრეც განსხვავებულია.

ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • ორსულობის პირველ კვირაში არ ვლინდება ორსულობის ნიშნები, ე.წ. ადრეული სიმპტომებიც კი, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ყნოსვის გამძაფრება, სუნების აუტანლობა და ა.შ.

ორსულობის პირველი 10-12 დღე ორსულობის ტესტი ჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

  • ორსულობის მეორე კვირაში უკვე შესაძლოა მენსტრუაციის დაგვიანება. ამავე პერიოდიდან შეინიშნება მოვარდისფრო-მოყავისფრო გამონადენი.

ეს გამონადენი უმეტეს შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ემბრიონი საშვილოსნოს კედელს ემაგრება. გამონადენს, შესაძლოა, თან ახლდეს მენსტრუალური ტკივილის მსგავსი სპაზმებიც.

  • მესამე კვირიდან მკვეთრად იცვლება ჰორმონალური ბალანსი და იწყება ორსულობის ადრეული ნიშნების გამოვლინება.

ამ პერიოდისთვის ყველაზე შესამჩნევი ნიშანი მენსტრუაციის დაგვიანებაა. ასევე, შესამჩნევი ხდება ცვლილებები მკერდის არეში, როგორიცაა ძუძუსთავების გამუქება და მკერდის ზომის მომატება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიმჩნევა მუცლის თეთრი ხაზის ფერის ცვლილება, გამუქება ჭიპიდან ბოქვენამდე. ამ ნიშნებს თავად ორსული ამჩნევს.

ამ ეტაპზე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები არაა შესამჩნევი გარე თვალისთვის.

ორსულობის გამოთვლა
  • მეოთხე კვირიდან ნაყოფის გულისცემა მკვეთრად ისმინება. დედის ორგანიზმში კი ინტენსიურად ვლინდება ადრეული ორსულობის ნიშნები. ქალს, შესაძლოა, დაეწყოს გულისრევა და ზემოთ დასახელებული სხვა შეგრძნებები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულობის გამოთვლა სხვადასხვა მეთოდით ხდება. ამ შემთხვევაში სამეანო კვირები იგულისხმება.

  • მეხუთე კვირაზე, შესაძლოა, ტესტი ჯერ კიდევ არ აჩვენებდეს ორსულობას, თუმცა უკვე ინტენსიურად ვლინდება ორსულობის ადრეული ნიშნები.

-გულისრევა ანდა ღებინება, განსაკუთრებით დილის საათებში;
-სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება და ზომაში ზრდა;
-დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში;
-ყნოსვის გამძაფრება და ზოგიერთი სუნის აუტანლობა;
-დაღლილობის განცდა, ძილიანობა.

შენიშვნა: ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. რაც ნიშნავს, რომ ორსულობის ნიშნების გამოვლინებაც განსხვავებულია. სრულიად ნორმალურია, რომ ამ ვადაზე ჩამოთვლილი სიმპტომები არ გქონდეთ.

pregnan woman

რეკომენდაცია:

თუ ორსულად ხართ, აარიდეთ თავი სტრესს, დაისვენეთ, სვით ბევრი წყალი, იძინეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

საკმაო რაოდენობით წყლის მიღება სხვადასხვა მიზნით არის მნიშვნელოვანი. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულობის პერიოდში დამახასიათებელია შებერილობა. ასევე, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების გამო იცვლება ნაწლავების მოქმედებაც. ყაბზობის (შეკრულობის) თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია წყლის ხშირი სმა.

WomanLab გირჩევთ, თქვენი ორსულობის გამოთვლა და ფეხმძიმობის სწორად წარმართვის მონიტორინგი პროფესიონალებს მიანდოთ დასაწყისიდანვე.

სასურველია, ორსულობის ნიშნების პირველი გამოვლინებიდან მალევე მიმართოთ ექიმს და თავიდანვე სწორად იზრუნოთ საკუთარ თავსა და თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

ბოლოს დამატებული სტატიები