მასტურბაცია ქალებში და მასტურბაციის უკუჩვენებები

0
2239
მასტურბაცია

რა არის მასტურბაცია და რა დროიდან არსებობს ის სოციუმში? რატომ არის ტაბუირებული თემა თვითდაკმაყოფილება ქალებში? რა გავლენას ახდენს ის ჯანმრთელობაზე და უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს?

Image source: “Atum” by Jeff Dahl – Own work

ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ღმერთმა ატუმმა სხვა ღმერთების შესაქმნელად მასტურბაცია გამოიყენა. ზოგი გადმოცემის მიხედვით, მან საკუთარი თავი გაინაყოფიერა.

მასტურბაცია რომ ეგვიპტურ კულტურაში სრულიად მისაღები ქცევა იყო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ფარაონების პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ნილოსის “განაყოფიერება”, რისთვისაც ფარაონს ყოველწლიურად მდინარეში საკუთარი თესლი უნდა ჩაეღვარა. ამ რიტუალისთვის ფარაონი ონანიზმს მიმართავდა.

თვითდაკმაყოფილების სცენები ასახულია ანტიკურ ბერძნულ ამფორებზეც და შემონახულია ანეგდოტები და მონაკვეთები უძველესი კომედიებიდან, სადაც ამ ქმედებაზე საჯაროდ არის საუბარი.

მასტურბაციისადმი სხვადასხვა დამოკიდებულებას განაპირობებს რელიგიური, კულტურული, ნაციონალური, გენდერული, სოციალური, რასობრივი და სხვა არაერთი ფაქტორი.

მასტურბაცია ქალებში

ქალის მასტურბაცია შედარებით ტაბუირებული თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის უკვე არაერთი ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემა ღიად საუბრობს ამ თემაზე, ასევე, სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ნაჩვენებია კადრები, სადაც ქალები თვითდაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი, საკითხი მაინც შედარებით დახურულია და სირცხვილთან ასოცირდება.

2021 წლის 25 თებერვალს BBC-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესავალში, სადაც მოცემულია ქალის მასტურბაციის რამდენიმე ტექნიკა, ავტორი აღნიშნავს, რომ სტატიაზე მუშაობის პერიოდში მალავდა მასალას, როგორც კი მის სამუშაო მაგიდას რომელიმე თანამშრომელი უახლოვდებოდა.

ქალთა სექსუალური ცხოვრების ისტორიული ტაბუებისგან გასათავისუფლებლად, შვედებმა საინტერესო მეთოდს მიმართეს. მათ ახალი ტერმინი დაამკვიდრეს ქალთა მასტურბაციის აღსანიშნავად და მას klittra უწოდეს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები ისევე ხშირად მასტურბირებენ, როგორც მამაკაცები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალები ამ თემაზე გახსნილად არ საუბრობენ.

საინტერესო ფაქტია ისიც, სამედიცინო რჩევებს ექიმები კულტურულ-სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით გასცემენ.

ქართველი ექიმების შეფასებით, მასტურბაცია არ არის სასურველი ქცევა და ქალის ჯანმრთელობაზე ის უარყოფით გავლენას ახდენს.

ოქსფორდის სამედიცინო გამოცემის მიხედვით კი, საკუთარი თავის დაკმაყოფილება პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ანაცვლებს პარტნიორთან სექსუალურ ურთიერთობას, ან პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ანუ გადადის ადიქციაში, შეჩვევაში.

women holding pineapple while standing

რა არის მასტურბაცია და რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე?

მასტურბაცია ზოგადად ჯანსაღი, უსაფრთხო აქტივობაა და სექსუალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. არსებობს მისი რამდენიმე სახე. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია თვითმასტურბაცია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. არსებობს ასევე მასტურბაციის დისტანციური და კონტაქტური ფორმები პარტნიორთან.

თვითდაკმაყოფილება ადამიანს საკუთარი სხეულის შესწავლის საშუალებას აძლევს. ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ბედნიერების, რელაქსაციის, კმაყოფილების განცდების, ასევე, საკუთარი სხეულის ჰარმონიის შეგრძნების წარმოშობას.

მაგრამ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს.

როდის მივმართო ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ მასტურბაცია გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, სექსუალურ ფუნქციებზე ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ასევე, მიმართეთ სპეციალისტს, თუ მასტურბაცია თქვენში იწვევს ნეგატიურ განცდებს, როგორიცაა დანაშაულის განცა, სირცხვილი, სინანული, შფოთვა, დარდი, უხერხულობის შეგრძნება.

მასტურბაცია ფეხმძიმობისას

მასტურბაცია ფეხმძიმობისას

ფეხმძიმობისას ზოგიერთ ქალს უძლიერედება სექსუალური მოთხოვნილება. ეს გამოწვეულია ჰორმონების ცვლილებით.

ფეხმძიმობის დროს თვითმასტურბაცია სექსუალური დაძაბულობის მოხსნის უსაფრთხო გზას წარმოადგენს.

ეს ასევე შესაძლოა, დაგეხმაროთ ორსულობის სიმპტომების მოხსნაში, როგორიცაა წელის ტკივილი.

საკუთარი თავის დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლოა, იგრძნოთ მცირედი სპაზმები ან ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები. ამ სიმპტომებმა თავისით უნდა გაიაროს.

თუ მალევე არ გაიარა და გაგიგრძელდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენი ორსულობა მაღალი რისკის შემცველია, თქვენთვის უკუნაჩვენებია თვითდაკმაყოფილება, რადგან ამან შესაძლოა, გაზარდოს თქვენი ორგანიზმის დატვირთვა.

woman in red fur coat

პოზიტიური გავლენა

საკუთარი თავის დაკმაყოფილების პოზიტიურ მხარედ შესაძლოა, დასახელდეს:

  • სტრესისგან გათავისუფლება
  • ძილის გაუმჯობესება
  • განწყობის ამაღლება
  • რელაქსაცია
  • სიამოვნების განცდა
  • სპაზმების მოხსნა
  • სექსუალური დაძაბულობის მოხსნა
  • უკეთესი სექსი
  • საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაცნობა

პარტნიორებს შორის ერთმანეთის ხელით დაკმაყოფილება ხელს უწყობს სხვადასხვა სურვილების აღმოჩენას, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების რისკის შემცირებას.

topless woman holding orange fruit

მასტურბაციის უკუჩვენებები

ზოგადად, მასტურბაციას არ გააჩნია საზიანო გვერდითი მოვლენები, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, გაუჩნდეს ნეგატიური განცდები ან ქრონიკულ მასტურბაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ადამიანები, შესაძლოა, დანაშაულს ან სირცხვილს გრძნობდნენ თავიანთი რელიგიური განცდებიდან თუ კულტურული ნორმებიდან გამომდინარე.

ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სპეციალისტთან გასაუბრება.

ადიქცია, ანუ შეჩვევა თვითდაკმაყოფილების შემთხვევაშიც ისეთივე სახით ვლინდება, როგორც ნებისმიერი სხვა ადიქციის დროს.

პრობლემაა, თუ თქვენ:

  • ტოვებთ ყოველდღიური საქმიანობის რომელიმე აქტივობას
  • აცდენთ სამსახურს ან სასწავლებელს
  • ცვლით გეგმებს, უარს ამბობთ ახლობლებთან ერთად გასვლაზე
  • ტოვებთ მნიშვნელოვან სოციალურ ღონისძიებებს და სხვ.

ადიქციისგან თავის დასაღწევად მიმართეთ სპეციალისტს. ასევე, შეეცადეთ, ჩაანაცვლოთ თვითდაკმაყოფილება სხვა აქტივობებით. მაგალითად, სირბილით, სეირნობით, ახლობლებთან დროის გატარებით და სხვ.

ასევე, გაითვალისწინეთ, თითებით ან სექს სათამაშოთი თვითდაკმაყოფილებისას არსებობს შანსი, რომ გამოიწვიოთ მექანიკური დაზიანება, გაკაწვრა, მოსრესვა. ხშირი მასტურბირებისას შესაძლოა, გამოიწვიოთ კანის გაღიზიანება. ქალის სასქესო ორგანოები გამოყოფენ ბუნებრივ ლუბრიკანტებს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დამატებითი ლუბრიკანტებიც.