ვის ეკისრება Facebook რეკლამის დღგ 18%-ის გადახდა? (ინდ.მეწარმე, მცირე მეწარმე, დღგ-სგან გათავისუფლებული და ა.შ.)

0
949
space gray iPhone 6 with Facebook log-in display near Social Media scrabble tiles

უწევს თუ არა Facebook რეკლამის დღგ 18%-ის გადახდა ინდ.მეწარმეს, მცირე მეწარმეს, დღგ-სგან გათავისუფლებულ პირს და ა.შ.?

2021 წლის 1 ოქტომბრიდან რამდენიმე არარეზიდენტ ან უცხოურ კომპანიას, მათ შორის, Facebook-ს დაეკისრა 18%-ის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებისთვის.

პანდემიის პერიოდში ბევრი მცირე თუ დიდი ბიზნესი, ფიზიკური პირი და მეწარმე აქტიურად გადავიდა ციფრული არხების, მათ შორის, Facebook-ის და განსაკუთრებით კი Facebook-ის ფასიანი რეკლამის გამოყენებაზე საკუთარი საქმიანობის მომხმარებლის ყურამდე მისატანად.

შესაბამისად, ბევრი ადამიანია, ვისთვისაც 1 ოქტომბრის ცვლილება არაერთ შეკითხვას ბადებს.

მაგალითად, როგორ აისახება Facebook-სთვის დაკისრებული 18%-ის გადახდა უშუალოდ რეკლამის შემსყიდველზე (ფიზიკურ პირზე, ინდ.მეწარმეზე, მცირე მეწარმეზე, შპს-ზე და ა.შ.)?

პასუხი:

შეიძლება ითქვას, რომ ფეისბუქის რეკლამა 18%-ით გაძვირდა. ანუ, თუ აქამდე 100$-ის პროდუქტის (რეკლამის) შესყიდვისას (ანუ რეკლამის გაშვებისას) ვიხდიდით 100$-ს (ანუ, იმ თანხას, რასაც რეკლამის აწყობისას ვუთითებდით სარეკლამო ბიუჯეტში), ახლა ამ თანხას ემატება დღგ 18% და ყოველ გახარჯულ 100$-ზე გადავიხდით 118$-ს.

საქმე იმაშია, ტექნიკურად და სამართლებრივად ვინ უნდა გადარიცხოს ეს 18%.

როგორც შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე ვკითხულობთ:

„არარეზიდენტის მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება დაიბეგრება დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით“.

ამ შემთხვევაში, არარეზიდენტი იქნება Facebook.

ხოლო, „უკუდაბეგვრის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი)“.

შესაბამისად, გამოდის, რომ შპს, ინდ.მეწარმე, მცირე მეწარმე და ა.შ. მოქმედებენ როგორც საგადასახადო აგენტები.

შედარებით მარტივად რომ ავხსნათ:

თუ ფეისბუქის რეკლამას იყენებთ კომერციული საქმიანობისთვის, ბიზნეს მიზნებისთვის, როგორც ამას Facebook გვიწერს, ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნულ 18%-ის გადახდას თქვენ თავად აწარმოებთ.

Facebook-ის რეკლამის საფასურზე დარიცხული 18% დღგ არ არის კავშირში იმასთან, ხართ თუ არა დღგ-ს გადამხდელი.

ეს 18% აღნიშნული რეკლამის შეძენისას წარმოიშობა.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ფეისბუქი თავად აწარმოებს 18% დღგ-ს გადახდას, ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ფეისბუქისგან ინვოისს, სადაც რეკლამაში გახარჯული 100$-ს იქვე დაემატება დღგ 18% და თქვენ პირდაპირ ფეისბუქი ჩამოგაჭრით 118$-ს, რაც გათავისუფლებთ დამატებითი ქმედებებისგან.

Two people sitting across from each other in an office working on a Surface laptop

ფინანსისტი ნანა ახალაია – რაციოს ფინანსური აკადემიის და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის დამფუძნებელი განგვიმარტავს:  

„როდესაც ფიზიკური პირი, არარეზიდენტი კომპანიისგან (Facebook, Booking და ა.შ.) იღებს მომსახურებას, რისთვისაც ურიცხავს მას შესაბამის თანხას და ეს ფიზიკური პირი არ არის მეწარმედ დარეგისტრირებული და აღნიშნული მომსახურებაც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში, თავად Facebook-ს ეკისრება ვალდებულება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე განთავსებული  ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დარეგისტრირდეს და საქართველოში გაწეულ ამ მომსახურებასთან მიმართებაში თავად მოახდინოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა.

რაც შეეხება არამეწარმე ფიზიკურ პირს, მას ამ თანხაზე არანაირი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვება. შესაბამისად, იგი გააგრძელებს ჩვეულებრივად Facebook-ისთვის ინვოისით გათვალისწინებული ღირებულების გადახდას, ყოველგვარი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე“.

television showing man using binoculars

როგორ არკვევს Facebook, ვის ნაცვლად უნდა გადაიხადოს 18% დღგ?

1 ოქტომბრიდან რეკლამის შემსყიდველებისთვის Facebook-ის პლათფორმაზე გაჩნდა გრაფა, რომლის მონიშვნითაც ფეისბუქს უცხადებთ, რომ რეკლამას ეწევით კომერციული მიზნებისთვის და შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი აღნიშნული 18%-ის გადარიცხვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ არ მონიშნავთ გრაფას, Facebook თავად აწარმოებს გადარიცხვას.

მოვნიშნოთ თუ არ მოვნიშნოთ?

თუ თქვენც რამდენიმე სხვა კოლეგის მსგავსად გაგიჩნდათ კითხვა, რა უჭირს, მაშინ არ მოვნიშნავთ და Facebook-მა თავად იზრუნოს გადარიცხვაზეო, შეგახსენებთ რამდენიმე აბზაცით ზემოთ დაწერილს:

„უკუდაბეგვრის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი)“.

ანუ, რომ განვმარტოთ, თუკი თქვენ რაიმე ფორმით და სტატუსით ხართ დარეგისტრირებული და რეკლამას ყიდულობთ თქვენი საქმიანობისთვის, ამ შემთხვევაში, თქვენ ითვლებით საგადასახადო აგენტად და ვალდებული ხართ, რომ თქვენ აწარმოოთ 18% დღგ-ს გადარიცხვა.

თუ აქამდე ფიქრობდით, მაინც ხომ ვიხდით ამ 18%-ს და რა მნიშვნელობა აქვს, მე გადავრიცხავ თუ ფეისბუქიო, როგორც ირკვევა, აქვს მნიშვნელობა.

კერძოდ, თუ თქვენ რეგისტირებული ხართ გადასახადის გადამხდელად, ანუ თუ თქვენ ხართ შპს, ინდ.მეწარმე, მცირე მეწარმე ან სხვა რომელიმე ფორმით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი და პლათფორმაზე არ მონიშნავთ აღნიშნულ გრაფას, Facebook ინვოისში დაგიმატებთ 18% დღგ-ს, მაგრამ ეს თქვენ არ მოგიხსნით ვალდებულებას, თქვენ თავად გადარიცხოთ დღგ და გამოვა, რომ აღნიშნულ 18%-ს გადაიხდით ორჯერ.

როგორ ავირიდოთ თავიდან Facebook-ზე დღგ 18%?

ფეისბუქის რეკლამის შესყიდვისას დამატებით 18% დღგ-ს გადახდას თავიდან ვერ აირიდებთ.

მაგრამ შეგიძლიათ, თავიდან აირიდოთ აღნიშნული 18%-ის ორჯერ გადახდა (პლათფორმაზე მონიშნავთ, რომ რეკლამას ყიდულობთ თქვენი საქმიანობისთვის და ფეისბუქი თქვენთვის გამოწერილ ინვოისში დღგ-ს თანხას აღარ შეიყვანს და თქვენ თავად გადარიცხავთ დღგ-ს).

დღგ-ს გადამხდელ სუბიექტებს კი შესაძლებლობა გაქვთ, რომ ჩაითვალოთ გადახდილი დღგ.

ფინანსისტი ნანა ახალაია – რაციოს ფინანსური აკადემიის და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის დამფუძნებელი განგვიმარტავს:  

“კერძოდ, თუ Facebook-გან მიღებული მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელებისთვის, საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრით დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, ჩათვლის მიღების საფუძველია. ხოლო, თუ აღნიშნულ მომსახურებას იყენებთ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში, (მაგალითად: სამედიცინო მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება და ა.შ.) მაშინ Facebook-ის მომსახურებას დაბეგრავთ დღგ-თი, თუმცა ჩათვლის უფლების მიღების უფლებამოსილება შეზღუდული გექნებათ“.

შემოსავლების სამსახურის განმარტება: