რომელი ფილმები უნდა ნახოთ ქალების შესახებ

0
627
2 women sitting on blue leather chair holding white and red plastic cups

რომელი ფილმები უნდა ვნახოთ ქალების შესახებ? როგორია ქალებზე გადაღებული ფილმები და რას გვიყვებიან ისინი?

ყოველწლიურად, ჯერ მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, საშუალოდ 700 ფილმი იქმნება.

შეუძლებელია, ამ რაოდენობის ფილმებში რამდენიმე საინტერესო ფილმი არ გამოგვრჩეს.

WomanLab-მა თქვენთვის შეარჩია რამდენიმე ფილმი ქალებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ამელია

Amelia. Image source: harrisonpl.org

ფილმის მთავარი გმირია ამელია ეარჰარტი, რეკორდსმენი მფრინავი, რომელიც 1897 წელს დაიბადა.

ამელიამ არაერთი რეკორდი დაამყარა.

ის იყო პირველი მფრინავი, ვინც მარტომ გადაკვეთა წყნარი ოკეანე ჰონულულუდან ოკლანდამდე, შეასრულა 13 საათიანი ფრენა ლოს-ანჯელესიდან ქალაქ მეხიკომდე. მოგვიანებით კი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და 14 საათსა და 19 წუთს მარტომ იფრინა შეუსვენებლად, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.

1937 წელს ამელიამ ყველაზე ხანგრძლივი ფრენა წამოიწყო – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როდესაც მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამელიასთან კავშირი გაწყდა. ამ დროს იგი წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდა.

ორწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ამელია დაღუპულად გამოაცხადეს.

მარია კიური: ცოდნის სიმამაცე

Marie Curie: The Courage of Knowledge (2016). Image source: Imdb

მარია კიური პირველი ქალი იყო, ვინც ნობელის პრემია მიიღო.

ერთადერთი, ვინც მიიღო ნობელი როგორც ქიმიაში, ასევე ფიზიკაშიც.

მარია პირველი ქალი პროფესორი გახდა პარიზის უნივერსიტეტში.

თუმცა ამ ყველაფრის მისაღწევად მას გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია.

ახალგაზრდა ემიგრანტი ქალი საყვარელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებს აკეთებდა, საზოგადოება ახალგაზრდა ქვრივის პირადი ცხოვრებით უფრო მეტად ინტერესდებოდა, ვიდრე მეცნიერებაში შეტანილი წვლილით.

მას თითქმის უარიც კი უთხრეს ნობელის პრემიის გადაცემაზე.

ირენა სენდლერის მამაცი გული

The Courageous Heart of Irena Sendler (2009). Image source: Imdb

როგორ გადაარჩინა ერთმა ქალმა 2500 ბავშვი?

ირენა სენდლერი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ეხმარებოდა ებრაელ ოჯახებს და ვარშავის გეტოდან უჩუმრად გაჰყავდა ბავშვები, რომელთაც დროებით აშვილებდა პოლონელ ოჯახებზე.

ომის დასრულების შემდეგ კი ბავშვებს თავიანთი სახელ-გვარები დაუბრუნა და მათი ოჯახების ძებნა დაიწყო, რომ პატარები გადარჩენილ ნათესავებთან დაეუბრენებინა.

ფილმი მოგვითხრობს ირენას და მისი ბავშვების ხიფათით აღსავსე გზაზე.

 

დამალული ფიგურები

Hidden Figures (2016). Image source: Imdb
“დამალული ფიგურები” (Hidden Figures) კიდევ ერთი ფილმია, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.
NASA-ს რიგებში, აშშ-ს კოსმოსური პროგრამის ადრეულ ეტაპზე, მოღვაწეობდნენ აფრიკელ-ამერიკელი ქალი მათემატიკოსები, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.
მათ ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწიათ საკუთარი სქესისა და კანის ფერის გამო.
ფილმის დასახელება, “დამალული ფიგურები” სიტყვებით თამაშია და ასოციაციურად ასახავს დაფარულ მათემატიკურ ფიგურებს, რომელთა აღმოჩენაც უმნიშვნელოვანია სწორი გამოთვლების საწარმოებლად, და ასევე ქალების, ისტორიული ფიგურების როლს, რომელიც წლების მანძილზე ჩაკარგული და დამალული იყო ისტორიის უთანასწორო თხრობაში.

გენდერული თანასწორობა

On the Basis of Sex (2018)

აშშ–ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა.

კარიერის ადრეულ ეტაპზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ადვოკატი იყო, თავის ქმართან ერთად რუთი უპრეცედენტო და რთულ საქმეს შეეჭიდა.

მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა კონსტიტუციაში გენდერული უთანასწორობის საკითხზე.

სწორედ ეს საქმე გახდა პრეცედენტი, რომლის წყალობითაც კონსტიტუციაში არსებული ხარვეზი, გენდერული უთანასწორობის საფუძველზე, სასამართლოში გასაჩივრდა.

ფილმი სწორედ ამ სკანდალურ საქმეზე მოგვითხრობს. რუთ ბეიდერ გინსბურგი თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლას მთელი ცხოვრების მანძილზე განაგრძობდა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.

ბონუსი

სენსაცია

ბონუს ფილმი
Bombshell (2019). Image source: Imdb

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, თუმცა, როგორც ფილმის დასაწყისში აღინიშნება, ზოგიერთი სახელი შეცვლილია. ცენტრალური სცენები, დიალოგები და პერსონაჟები შექმნილია სპეციალურად ფილმისთვის.

ფილმში წარმოდგენილ ყველა პერსონას თამაშობენ პროფესიონალი მსახიობები გარდა იმ მონაკვეთებისა, სადაც გამოყენებულია რეალური საარქივო მასალა.

“სენსაცია” (Bombshell) ასახავს ფოქს ნიუსის თანამშრომელი ქალების გაბედულ და სენსაციურ გადაწყვეტილებას, აემაღლებინათ ხმა ხელმძღვანელი მამაკაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროვების შესახებ.

ქალების ამ ნაბიჯმა გამბედაობა შემატა ათასობით ქალს მსოფლიოს გარშემო, ხმა აემაღლებინათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების შესახებ.