5 ცხოვრებისეული გაკვეთილი “ვეფხისტყაოსნიდან”

0
366
ბრძნული გამონათქვამი

ანუ, რამდენიმე ბრძნული გამონათქვამი, რომელსაც სხვა თვალით დაგანახებთ

ვეფხისტყაოსანი ზოგისთვის გრძელი ლექსია, სადაც ბევრი ბრძნული გამონათქვამი წერია, ზოგმა შეიძლება, ყველაზე აზრიანი ბრძნული გამონათქვამების კრებულადაც ჩათვალოს, მაგრამ რას გვაძლევს დღეს ეს ბრძნული გამონათქვამები? როგორ ერგება თანამედროვე ცხოვრებას? 

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისთვისაც “ვეფხისტყაოსანი” რთული და გრძელი ლექსია, რომლის დაზეპირებასაც (რაღაც ნაწილის მაინც) ბავშვობაში გაიძულებდნენ, გადახედეთ ჩვენს სტატიას. 

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც “ვეფხისტყაოსანს” ეროვნულ საგანძურად თვლით, გადახედეთ ჩვენს სტატიას.

რაც უნდა იყოს, ვეფხისტყაოსანი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა და საინტერესოა, რას ნიშნავს შოთა რუსთაველის ბრძნული გამონათქვამები, იგივე აფორიზმები დღეს.

როგორ გადავთარგმნოთ რუსთაველის ბრძნული გამონათქვამები თანამედროვე ადამიანის ენაზე

ბრძნული გამონათქვამი
კარგი ბრძნული გამონათქვამი ცხოვრების გამარტივებაში გვეხმარება

5 ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა, გულსა

people laughing and talking outside during daytime
ანათე მზესავით

ჰეითერები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ. მათ ფიზიკური და ფსიქიკური მოთხოვნილება აქვთ, იყვნენ ტოქსიკურები და მოგიწამლონ განწყობა. 

ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ სიტყვებს და გულთან ნუ მიიტან. იცხოვრე შენი ცხოვრებით. შენი ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშნვნელოვანია.

ისინი კი იბრალოდ ბოღმის ნთხევით ცხოვრობენ. 

გაერიდე და დაიცავი ემოციური დისტანცია, რითიც აირიდებ მათ მომწამვლელ გავლენას.

4ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების…

მეგობრობა

მზე კარგი ტიპია, ძლიერია, ანათებს, ათბობს, მის გარეშე ცხოვრება არავის შეუძლია, უძღვნიან ლექსებს, სიმღერებს, მისი დანახვა უხარიათ, ელოდებიან, ენატრებათ, ადრე მასზე ლოცულობდნენ კიდეც.

რატომ? 

იმიტომ, რომ თავის პოზიტიურ ენერგიას აფრქვევს ისე, რომ არ იწყებს ამორჩევას, ვინ იმსახურებს მისი დადებითი ენერგიის სხივების მიღებას და ვინ – არა.

რადგან ამით მზეს არაფერი დააკლდება.

იყავი მზესავით. შექმენი რაღაც მასშტაბური, რისგანაც ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდება ან უბრალოდ, ამაღლდი ემოციურად იმდენად, რომ სადაც არ უნდა იყო, დადებით ენერგიას აფრქვევდე და ნუ იფიქრებ იმაზე, რომ ზოგი ადამიანი არ იმსახურებს შენი გაცემული დადებითი მუხტის მიღებას.

უბრალოდ, იყავი მზესავოთ, აფრქვიე სინათლე და სითბო იმ მასშტაბით, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, კონკრეტულად ვინ მოხვდება ამ სხივებში.

რას იზამ, ყველა ვარდივით კარგი და სუფთა ვერ იქნება, ზოგი უბრალოდ ნეხვია, მაგრამ რას იზამ. 

ეგ უკვე შენი პრობლემა აღარ არის.

3 მეგობრობა გზად და ხიდად

person turning book page

მეგობრები კარგია.

უანგარო მეგობრობა, კიდევ უკეთესი.

შეიძინე კარგი მეგობრები, ვის გამოც თავს გაწირავ და ვინც შენს გამო თავს გაწირავს.

ერთად გაცილებით მარტივად მოერევით ცხოვრებისრულ სირთულეებს, უფრო მეტის მიღწევას შეძლებთ და ქაჯებიც ვერაფერს დაგაკლებენ.

2 არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!

woman in white shirt and blue denim shorts holding green bottle standing on road during daytime

უამრავი წიგნი იწერება მოტივაციაზე, ბიზნესის სწორად წარმოებაზე, ურთიერთობების ხელოვნებაზე, ტარდება სემინარები, ვებინარები, იმართება კონფერენციები.

ასევე, მხატვრული ლიტერატურა სავსეა ჭკუა-დარიგებებით, მოტივატორები და ცხოვრების ქოუჩები საჯარო თუ პირადი შეხვედრებისას გვასწავლიან ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და წარმართვას…

მაგრამ

თუ ამ ყველაფერს პრაქტიკაში, ცხოვრებაში არ გამოვიყენებთ, აზრს კარგავს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წიგნს წავიკითხავთ ან რამდენ ლექციას დავესწრებით და რამდენ ჩანაწერს მოვუსმენთ.

1ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი

ყველა ადამიანი მოკვდავია.

რაც უნდა სწორად ვიკვებოთ, ვივარჯიშოთ, ვირუსისგან თუ სხვა დაავადებებისგან დავიცვათ თავი, გვიან, მაგრამ მაინც მოვკვდებით.

ამიტომ, დააფასე ცხოვრება. იცხოვრე, სანამ ცოცხალი ხარ. დატკბი ყოველი დღით და ნუ დაკარგავ დროს ნეგატიურ ფიქრებში, წარსულზე დარდსა ანდა მომავალზე ნერვიულობაში.

იცხოვრე აქ და ახლა

წარსული კარგი მასწავლებელია, ისწავლე საკუთარ შეცდომებზე და გაიკვალე გზა წინ.

მომავალი კი კარგი მოტივატორია. დაისახე მიზნები და განვითარდი, არ დანებდე და იყავი თანმიმდევრული.

მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ შენ აქ ხარ, ახლა. იცხოვრე, ისწავლე წვრილმანებით ბედნიერება, ყოველი დღისგან მიიღე მაქსიმალური დადებითი ენერგია.

 

თუ მოგეწონათ WomanLab-ის განმარტებები და გსურთ, სხვა ბრძნული გამონათქვამები დავამატოთ, მოგვწერეთ.