შეიძლება თუ არა მოგონებებისგან გამოწვეული ემოციების შეცვლა

0
269
woman lying on ground

ადამიანები თანაგრძნობის გამოხატვისას ხშირად ვეხებით ერთმანეთს მხარზე ან ხელზე ხელს ჩავჭიდებთ…

შეიძლება, ითქვას, რომ ხელის ჩაკიდება თანაგრძნობის გამოსახატვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ერთ ადამიანს მეორე ადამიანის ხელი უჭირავს და ამით უსიტყვოდ აგრძნობინებს, რომ მის გვერდით არის.

person wearing gold wedding band
მხარდაჭერის გამოხატვა ხელის ჩაკიდებით

ალბათ ზუსტად ვერასოდეს გავარკვევთ, საიდან იღებს ეს ჩვეულება თუ ჩვევა სათავეს, მაგრამ მეცნიერთა გუნდი არა ამ ქმედების ტრადიციული სათავეების, არამედ ფსიქოლოგიური გავლენის შესწავლით დაინტერესდა.


კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებს გაუჩნდათ კითხვა, რამდენად ეხმარება ადამიანს მძიმე წუთებში ხელის დაჭერით თანაგრძნობის გამოხატვა?

ექსპერიმენტის მიზანი

როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, მათ აინტერესებდათ ხელის დაჭერით გამოხატული თანაგრძნობისა და მხარდაჭერის როგორც მომენტალური, ასევე გრძელვადიანი ეფექტი.

“ჩვენ გვსურდა, უკეთ შეგვესწავლა ეს ფენომენი”, – აღნიშნა Razia S. Sahi-მ, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, – “გვინდოდა, გვენახა, რა გავლენას ახდენს შეხება ემოციური ტკივილისა და ნუგეშისცემის სუბიექტურ აღქმაზე და აქვს თუ არა განგრძობითი ეფექტი ადამიანების მიერ ავტობიოგრაფიული ემოციური ტკვილის გახსენებაზე”.

კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, თანაგრძნობას არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ აინტერესებდათ, რა ფსიქოლოგიური ეფექტი შეიძლება ჰქონდოდა მას?

კვლევა


მკვლევარებმა ექსპერიმენტისთვის 60 წყვილი შეარჩიეს, რომლებიც 7 თვე და მეტი იყვნენ ერთად.
კვლევა რამდენიმე ეტაპად გაიყო.

პირველ ეტაპზე თითოეულ წყვილში გადაანაწილეს როლები. წყვილიდან ერთი მთხრობელი უნდა ყოფილიყო, მეორე კი – მსმენელი.

მთხრობელებს სთხოვეს, მოეყოლათ ხუთი ამბავი საკუთარი ცხოვრებიდან. მათ შორის, ორი ნეიტრალური და ორი-სამი სასიამოვნო მოგონება.

ხუთივე მოგონების ჩაწერისას მთხრობელები ოთახში მარტო იყვნენ.
ჩაწერის შემდეგ მათ კითხვარი შეავსებინეს, რამდენად დათრგუნულად გრძნობდნენ თავს.

კითხვარის მიხედვით მათ 1-დან 10-მდე ქულით უნდა შეეფასებინათ, რამდენად სევდიანად, გაბრაზებულად, აღელვებულად, ემოციურად ან გულნაკტკენად გრძნობდნენ თავს.

couple with grey blanket

შესაძლებელია ტრავმული მოგონებისგან გამოწვეული ემოციის შემსუბუქება?

მკვლევარებს აინტერესებდათ არა ნებისმიერი ადამიანის მიერ გამოხატული თანაგრძნობის ეფექტი და გავლენა, არამედ უშუალოდ საყვარელი ადამიანის, შეყვარებულის, პარტნიორის, მეუღლის თანაგრძნობის ძალა.

ადამიანის გონება იმახსოვრებს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ ემოციებსაც.

საინტერესო ფაქტია, რომ ჩვენი გონება ასევე იმასხოვრებს არასწორ, ყალბ მოგონებებსაც. გერმანელი და ინგლისელი მეცნიერები იკვლევენ, როგორ ხდება ყალბი მოგონების დამახსოვრება და ცდილობენ, შეიმუშავონ გონების ყალბი მოგონებებისგან გათავისუფლების ტექნიკა.
ექსპერიმენტების დროს ისინი მოხალისეებს უნერგავდნენ ისეთ ყალბ მოგონებებს, როგორიცაა, მაგალითად ბავშვობაში დაკარგვა, ამ ტრავმის მიღება.
ხოლო შემდეგ ასწავლიან გონებას, ყალბი და ნამდვილი მოგონებების გარჩევას.

სტენფორდისა და Janelia Research Campus-ის მკვლევარები ხანმოკლე მეხსიერების შესწავლით არიან დაკავებული. ჩვენს გონებას, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ყალბი მოგონებების დამახსოვრება შეუძლია, არამედ შეუძლია, საერთოდ დაივიწყოს გარკვეული ინფორმაცია.

ის მოგონებები კი, რომელიც ძლიერ ემოციასთან არის დაკავშირებული, ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის და თუ ეს მოგონება ტრავმულია, ან ძლიერ უარყოფით ემოციასთან არის დაკავშირებული, ამ ამბის გახსენებას ყოველთვის თან სდევს ეს უარყოფითი ემოციაც.

მაგრამ, შესაძლებელია ტრავმული მოგონებისგან გამოწვეული ემოციის შემსუბუქება?


რა შეიცვლება, თუ ჩვენთვის მტკივნეულ ამბავს ჩვენს საყვარელ ადამიანს მოვუყვებით, როდესაც მას ჩვენი ხელი უჭირავს?

person wearing round silver-colored analog watch with leather band sitting near another person

Razia S. Sahi-ს მოსაზრებით, საყვარელი ადამიანის სიახლოვეს მოგონებისგან გამოწვეული უარყოფითი ემოცია უნდა შეემსუბუქებინა.

ამის დასადგენად, მისმა გუნდმა ერთი და იგივე მოგონება მთხრობელებს კამერის წინ, ოთახში მარტო მყოფებს მოაყოლა.

ერთი კვირის შემდეგ მთხრობელები კვლევის მეორე ეტაპზე დაიბარეს და ერთი კვირის წინ ჩაწერილი მოგონებების ვიდეოჩანაწერები ანახეს.

ჩანაწერების ყურებისას მთხრობელები ოთახში თავიანთ პარტნიორებთან ერთად ისხდნენ. წყვილებს აჩვენეს ორი ნეიტრალური და ორიც ემოციური მოგონება.
თუმცა, მკვლევართა მითითების მიხედვით, ზოგი ჩანაწერის ყურებისას, მთხრობელებს საკუთარი ემოცია ე.წ. სტრესის ბურთის დაპრესვით უნდა დაეძლიათ, ზოგიერთი მოგონების ყურების დროს კი მთხრობელების ხელი მათ პარტნიორებს ეჭირათ.

შედეგი

შედეგების შესაფასებლად, მკვლევარებმა მთხრობელებს სპეციალური კითხვარები შეავსებინეს.

მთხრობელებს კვლავ უნდა შეეფასებინათ საკუთარი ემოციური მდგომარეობა.

როგორც აღმოჩნდა, მტკივნეული მოგონება ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე ემოციას იწვევდა და პარტნიორის სიახლოვემ ვერაფერი შეცვალა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მტკივნეული მოგონების გახსენებით გამოწვეული ემოცია ერთი და იგივე იყო, მიუხედავად იმისა, ამ მოგონების ჩანაწერის ყურებისას მთხრობელი სტრესის ბურთზე იყო კონცენტრირებული, თუ მოგონების გახსენებისას პარტნიორს მისი ხელი ეჭირა.

მოულოდნელი გაგრძელება


ალბათ იმის გამო, რომ მკვლევარები საკუთარ თეორიაში ღრმად იყვნენ დარწმუნებული, მათ კვლევა აქ არ შეუწყვეტიათ.

დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ მათ კვლავ ჩაატარეს გამოკითხვა და მთხრობელებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ემოცია, რაც მათში კვლევის წინა ეტაპზე მოყოლილმა მოგონებებმა გამოიწვია.

მკვლევარებს თავიდანვე ჰქონდათ გათვლილი, რომ მოგონებების ნაწილი მხოლოდ კამერის წინ, ანუ მარტო ყოფნის დროს გაჟღერდა, ხოლო მეორე ნეგატიური მოგონება მათ პარტნიორების წინაშე გაიმეორეს, ჩანაწერის ყურებისას.

ამდენად, მეცნიერებისთვის უკვე შესაძლებელი იყო ამ მოგონებების და მათი ეფექტის ერთმანეთისგან გარჩევა.

კვლევის მეორე ეტაპზე, ანუ როდესაც 6 თვის შემდეგ მთხრობელებს მაშინდელი ემოციების გახსენება სთხოვეს, აღმოჩნდა, რომ კამერის წინ, მარტო მოყოლილი მოგონების ემოცია უცვლელი იყო. ხოლო იმ მოგონების ემოციური გავლენა, რომელიც პატრნიორთან ხელჩაკიდებულებმა გაიხსენეს, შემსუბუქებულიყო.

გამოდის, რომ მტკივნეული მოგონებების “მკურნალობა” შესაძლებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია, შედეგს მოგვიანებით იძლევა, დაუყოვნებლივი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ეს სქემა მუშაობს.

ხომ არ შეიცავს ქართული გამოთქმა “მხარდაჭერა” ამ დაშიფრულ კოდს?
ამას ადრე თუ გვიან, ლინგვისტები გამოიკვლევენ, ფსიქოლოგები კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს ერთმანეთის ტრავმული მოგონებებისგან განკურნება შეუძლიათ.